ჩანაწერები

სარჯველაძე ჩანაწერებზე: არ მგონია, არსებობდეს გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. 

"გამოძიებას აქვს კონკრეტული გარკვეული წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არსებობს საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. ეს არის 2010-11 წლების ჩანაწერებიდან გაკეთებული კომპილაციებიო, ხომ იყო ეს ნათქვამი. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს, ამ შემთხვევაში არსებობს თუ არ არსებობს, ამას შეაფასებენ.

გამოძიება იწყება, როდესაც ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს. ასე არ შეიძლება ყველაფერზე ვამტკიცებდეთ ისე სუბიექტური დამოკიდებულებით, როგორც ამ შემთხვევაში არის საუბარი". – თქვა სარჯველაძემ.

TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

კომენტარები