ჩანაწერები

ლელო TV პირველზე გასულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

ლელო საქართველოსთვის / Facebook

ლელო TV პირველზე გასული ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. 

პარტიის წევრი, კახა კოჟორიძე ამბობს, რომ პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს, რადგან მისი თქმით, კანონში პირდაპირ წერია, რომ როდესაც მედიაში გავა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უნდა დაიწყოს გამოძიება. 

"უკვე მეორე დღეა, როგორც ჩანს, პროკურატურას არ ახსოვს ეს ვალდებულება და ჩვენ მოვედით, რომ შეგვეხსენებინა მათთვის, რომ გამოძიების არ დაწყება, მოცემულ შემთხვევაში, პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი". –ამბობს კოჟორიძე ტვ. პირველთან. 

TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

კომენტარები