არჩევნები 2020

ჯაფარიძე პლებისციტზე: ეს არის დავის გადაჭრის დემოკრატიული გზა

ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, რომ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დეესკალაცია, ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამთლიანება და არა დაყოფა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პლებისციტი არის სწორედ ისეთი მიდგომა, ისეთი გზა, რომელიც საშუალებას აძლევს ორივე მხარეს, ამ შემთხვევაში ოპოზიციას და ქართულ ოცნებას, რომ გადაწყვეტილება მიანდოს ხალხს, თანამოქალაქეებს და მათი გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედოს. ეს არის ძალიან დემოკრატიული გზა დავის გადაჭრის და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით არჩევნების პირდაპირ ჩანიშვნაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვანდობთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ხალხს. ისინი გამოვიდნენ არბიტრად და მათ გადაწყვიტონ, სჭირდება თუ არა ქვეყანას ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე.

თქვა ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ამის შესახებ ფორმულას ეთერში.

კომენტარები