ნამახვანჰესი

დავითაშვილი ნამახვანჰესზე: როგორც ჩანს, მოსახლეობასთან არ იყო საკმარისი კომუნიკაცია

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ გასულ წელს მივიღეთ. მას წინ უძღოდა შესწავლის ძალიან ხანგრძლივი პროცესი და ექსპერტების დასკვნების შედეგად არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. თვითონ გარემოს შეფასების კოდექსი ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობას. ჩვენ გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის, განხილული იყო წარმოდგენილი კვლევები, მაგრამ, სამწუხაროდ, ის კომუნიკაცია, რომელიც ოფიციალურად და ფორმალურად განსაზღვრულია გადაწყვეტილების მისაღებად,როგორც ჩანს, არ არის საკმარისი, მეტია კიდევ გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან, რისთვისაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ.

ასეთი ტიპის კაშხლები დაშვებულია და შესწავლილია, რომ, ფაქტობრივად, თეორიული საფრთხეც არ არსებობს იმის, რომ მიწისძვრის შედეგად მოხდეს გარღვევა, არ ყოფილა ისტორიაში ასეთი კონსტრუქციის ნაგებობებთან მიმართებაში და ამას ამბობენ ყველაზე უფრო რეპუტაბელური ექსპერტები, მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის საწინააღმდეგო, ფაქტობრივად, არაფერზე დაფუძნებით...

თქვა ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები