ჩვენ გვესმის, რომ ნამახვანჰესის საკითხი აღელვებს მოსახლეობის დიდ ნაწილს და ბოლო დღეებში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ეს თემა. აქ არის რამდენიმე მიმართულება, როგორც გარემოსდაცვითი და, იცით, რომ ჩვენ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მხოლოდ ქვემო ნამახვნაჰესზე გვაქვს მიღებული, ისე ეკონომიკური საკითხები, ამიტომ, ჩემს კოლეგასთან ერთად გვექნება რამდენიმე შეხვედრა რეგიონში მოსახლეობასთან, უკვე გვაქვს დაგეგმილი ასეთი შეხვედრები, როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტში, ისე ქუთაისში იმიტომ, რომ, კონკრეტულად, ქვემო ნამახვანი, იმერეთის ტერიტორიაზე იქნება, ის, ძირითადად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს მოიცავს და გვექნება მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან, ჯგუფთან შეხვედრები...
tbl.ge/5g59
დაკოპირდა

თქვა ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
ამავე თემაზე
- საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მიერ ნამახვანჰესის საქმეზე $400 მილიონის გადახდა შეაჩერა
- საქართველომ ნამახვანჰესზე ENKA Renewables-თან დავა წააგო და $383 მილიონის გადახდა დაეკისრა
- ბოკერია სუს-ზე: მათი მისამართით პერფორმანსები, თურმე, საფრთხე ყოფილა – მძიმე მდგომარეობაა
- "გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს, საფრთხე შეუქმნა ენერგოუსაფრთხოებას" – სუს-ი ნამახვანზე
- დავითაშვილი რიონის ხეობის მცველებს: მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის




