კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: რეგულაციების მოხსნამ შემთხვევების მატება შეიძლება გამოიწვიოს

შეიძლება რეგულაციების მოხსნამ გამოიწვიოს გარკვეული მატება. პირადად მე, მუდმივად მხარს ვუჭერდი მხოლოდ ეტაპობრივად მოხსნას და თავის შეკავებაზე მოვუწოდებდი ერთბაშად მოხსნისგან, რამეთუ ამან შეიძლება გვაიძულოს უკან დავუბრუნდეთ შეზღუდვებს.

მთავარი – თუ დავიცავთ მინიმალურ რეგულაციებს, პირბადეებს დახურულ და ღია სივრცეში, სოციალურ დისტანცირებას, მაშინ ჩვენ უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ შეზღუდვების მოხსნას და არ დაგვჭირდება დავუბრუნდეთ ისევ ლოკდაუნს....

ამბობს კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე. 3 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 271 739  შემთხვევაა დადასტურებული. მათგან  265 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  3 541 კი გარდაიცვალა, ქვეყანაში ვაქცინა კვლავ არ შემოსულა.

კომენტარები