ვადამდელი არჩევნები

ბოჭორიშვილი ვადამდელ არჩევნებზე: ეს წითელი ხაზი არსად გამქრალა

მარიამ ბოჭორიშვილი

"ეს წითელი ხაზი არსად გამქრალა". – ამბობს ქართული ოცნების წევრი, მაკა ბოჭორიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში ვადამდელ არჩევნებზე საუბრისას. 

"როდესაც პრემიერმინისტრი საუბრობს, ეს წითელი ხაზი ეხება ჩვენი ამომრჩევლის ნებას. ჩვენ არ შეიძლება, ჩვენი ამომრჩევლის ნება, ის, რა 31 ოქტომბერს გაკეთდა, დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. 

ეს ხაზი არსად არ გამქრალა, ეს წითელი ხაზი ჩვენ პოლიტიკურ გუნდს აქვს და ამის საფუძველი არის ნება, რომელიც ქართველმა ხალხმა დააფიქსირა. ჩვენ ვთვლით, რომ ამის გადახედვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს". – ამბობს ბოჭორიშვილი.

შარლ მიშელის მიერ ოპოზიციისა და ქართული ოცნებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში ერთ-ერთი პოტენციური ვადამდელი არჩევნებია. 

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა გუშინ, 1 მარტს შარლ მიშელთან და ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ვადამდელი არჩევნების საკითხზე დასმულ კითხვას არ უპასუხა, დღეს, 2 მარტს კი ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეს "წითელი ხაზია, საკითხი არ განიხილება".


შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გუშინ, 1 მარტს გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებასა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა.  

ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში:

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

2. ​კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • საგამოძიებო კომისია

  • პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში.

კომენტარები