შარლ მიშელის ვიზიტი

სამადაშვილი: დღეს მთავარი შედეგია, რომ ჩვენ განვაახლეთ დიალოგის პროცესი

"დღეს მთავარი შედეგი არის, რომ ჩვენ განვაახლეთ, და უკვე სხვა დონეზე და პოლიტიკური ჩართულობით,  დიალოგის პროცესი. რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი, ამას აჩვენებს დრო". – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციისა და ქართული ოცნების შეხვედრის შემდეგ. 

"ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ცხადია, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანას აარიდონ შესაძლო ძალიან მძიმე განვითარება. ყველაფერს აკეთებენ, რომ დაეხმარონ პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში. მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ცნობილი, არსებობს ორი მთავარი თემა, პოლიტპატიმრების და არჩევნების თემა, და აქ ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის შედეგს ვერ მოგვიტანს". – თქვა სამადაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებასა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. 

"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არის ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა". – თქვა შარლ მიშელმა შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები