ვადამდელი არჩევნები

პაპუაშვილი: ვადამდელი გამორიცხულია, არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

თავისთავად, ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია. არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. სიმართლე გითხრათ, ამ თემებზე კომენტარის გაკეთება სერიოზულიც აღარ არის, ვინაიდან, ბოლო 2 წელია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. არჩევნები ახალი ჩატარებული იყო, რომ ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და ამის შემდეგ, პერიოდულად, სეზონების მიხედვით, ეს მოთხოვნები კვლავ ისმის ხოლმე. სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე, ოპოზიციის ეს ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ სწავლობს, რომ საზოგადოების მხრიდან მათ და მითუმეტეს ამ მოთხოვნას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. ერთადერთი, რასაც ისინი ამით აღწევენ, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზირდებიან, საზოგადოება მათ სახეს კიდევ უფრო მეტად ხედავს და ამ შემთხვევაშიც, საერთაშორისო საზოგადოებაც კიდევ ერთხელ დაინახავს მათ სახეს, რომ იმის ნაცვლად, რომ ამ მნიშვნელოვან საეტაპო მომენტში რადიკალიზაციის შემცირების გზაზე იყვნენ, პირიქით, პოლარიზაციას აღრმავებენ. 

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს, 5 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზის განსამუხტად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელია.

კომენტარები