ნამახვანჰესი

დავითულიანი ნამახვანჰესზე: გვინდა, სიკეთე გავუკეთოთ ქვეყანას

ბექა დავითულიანი
ტაბულა

"ჩვენ ხომ მტრები არ ვართ ამ  ქვეყნის? პირიქით, გვინდა, რომ სიკეთე გავუკეთოთ ქვეყანას და ენერგოდამოუკიდებლობა შევძინოთ, ინვესტიცია მოვიზიდოთ". – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა ნამახვან ჰესის პროექტის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ნამახვან ჰესის ტიპის თანამდეროვე ტექნოლოგიებით აშენებული კაშხლები, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნიდნენ პრობლემას.

თუ უსაფრთხოების პრობლემას არ ვქმნით, თუ მოსახლეობას გარკვეული ბენეფიტები აქვს ფინანსური, მაშინ პრობლემა გვაქვს სულ რამდენიმე მიმართულებით: კომუნიკაციის და მეორე - ადგილობრივ მოსახლეობას შეიძლება ვერ ვანახებთ იმ პლუსებს, რასაც ისინი მიიღებენ". – თქვა ბექა დავითულიანმა

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა აიღოს გარანტია მშენებლობის ხარისხზე, რათა არავის ეპარებოდეს ეჭვი მის უსაფრთხოებაზე. ამასთან ერთად, ბექა დავითულიანი  განიხილავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეღავათების გაკეთების საკითხსაც. 

"შეიძლება კონტრაქტორებთან საუბარი, რომ პირობაში ჩაიდოს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას რაღაც შეღავათები ჰქონდეს. სახელმწიფომ უნდა აიღოს გარანტია მშენებლობის ხარისხზე, რომ ამ თვალსაზრისითაც არავის ეჭვი არ ეპარებოდეს და ყველა რეკომენდაცია, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებაშია მოყვანილი, უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გათვალისწინებული". – აცხადებს დავითულიანი. 

ბექა დავითულიანის თქმით, ეს პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და ამას მხოლოდ არაკეთილისმსურველი ქვეყანა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს. 

"ყველა, ვინც ამ მიმართულებას სწორად განახორციელებს, გააკეთებს ძალიან დიდ  საქმეს ამ ქვეყნისთვის, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არ შეიძლება, არ უნდოდეს რომელიმე პოლიტიკოსს ამ ქვეყანაში. ერთადერთი, ვისაც შეიძლება ეს აწყობდეს, რომ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლები  არ ვიყოთ, არის ჩვენი არაკეთილისმსურველი ქვეყანა, რომელიც ეცდება, რომ მის იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებულები. ამიტომ, მთავარია, კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, რა ხდება, გვქონდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე, ყველა რისკისგან დავაზღვიოთ.  ადამიანებისთვის ჰესის მშენებლობა უნდა იყოს არა პრობლემა და პროტესტის მიზეზი, არამედ  განვითარების და უკეთესი მომავლის შანსი“. – ამბობს ბექა დავითულიანმა

კომენტარები