ნიკა მელიას დაკავება

ზარქუა სოჩაზე: ან ინფორმაციულ ვაკუუმშია, ან ანგაჟირებულია, შესაძლოა, ენმ-ს ლობისტიც იყოს

ირაკლი ზარქუა

"ფაქტია, რომ კრის სოჩა ან საინფორმაციო ვაკუუმშია, ან ანგაჟირებულია, ან არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ლობისტური კომპანიის ნაწილი იყოს და იმ კომპანიის ერთ-ერთი მონაწილე იყოს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დადო არჩევნების დროს". –ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კრის სოჩას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სანქციების შესახებ 2013 წლიდან გვახსოვს. ხან სახელმწიფოს უწესებენ, ხან ბიძინა ივანიშვილს, ხან მის ოჯახს, ხან პრემიერმინისტრს და ცალკეულ მინისტრებს, თუმცა ეს აქამდე არ განხორციელებულა და ბუნებრივია, ვერც განხორციელდებოდა, იმიტომ, რომ საქართველო როგორც არასდროს ისეა, თავისი კანონმდებლობით, მისი აღსრულებით, ახლოს ევროკავშირთან და ევროსტანდარტებთან, როგორც არასდროს". – ამბობს ზარქუა. 

კრის სოჩამ ონლაინ ვებინარზე აღნიშნა, რომ აშშ-მ, შესაძლოა, ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.

"თუ თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ. ბოლო წლებში საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების უფლება. ვფიქრობ, რომ ეს მას [ივანიშვილს] უნდა აღელვებდეს". – თქვა მან. 

კომენტარები