Bank of America-ს ეკონომისტების ვარაუდით, 2035 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკას გაორმაგების შანსები აქვს. ამ პროცესში ჩინეთი გადაუსწრებს აშშ-სა და მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება.
ამ მიზნის მისაღწევად ჩინეთის ეკონომიკა მომდევნო 15 წლის განმავლობაში საშუალოდ წლიურად 4.7%-ით უნდა გაიზარდოს.
ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში, ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ს 2028 წელს გაუსწრებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი განვითარების ტემპის შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება.
ჩინეთის მშპ-ის ზრდა წლების მიხედვით:
- 2020 – 2.31%
- 2019 – 6.11%
- 2018 – 6.75%
- 2017 – 6.95%
- 2016 – 6.85%
- 2015 – 7.04%
- 2014 – 7.43%
- 2013 – 7.77%
- 2012 – 7.86%
- 2011 – 9.55%
- 2010 – 10.64%

ჩინეთი ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა, რომელიც გლობალური პანდემიის მიუხედავად, არათუ შემცირდა, არამედ 2.3%-ით გაიზარდა. თუმცა 1976 წლის შემდეგ ეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
2021 წლისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ჩინეთის ეკონომიკის 8.1%-იან ზრდას ვარაუდობს.
ჩინეთისაგან განსხვავებით, 2020 წელს აშშ-ის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა. IMF-ის ვარაუდით, 2021 წელს ის, შესაძლოა, 5.1%-ით გაიზარდოს.
ჩინეთის მმართველმა, სი ძინფინგმა გასული წლის ნოემბერში თქვა, რომ 2035 წლისათვის შესაძლებელი იქნება ქვეყნის მშპ-ის და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის გაორმაგება.





![ახლა ვინც არის [სუს-ში ივანიშვილისთვის] სანდო და თავისი არ არის?! – შარმანაშვილი](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2024/09/410184772_7663986620284502_8386643929780697349_n.jpg?h=31908307&itok=lgGp71ef)