ნიკა მელიას დაკავება

სოჩა სანქციებზე: თუ ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ

აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კრის სოჩამ ონლაინ ვებინარზე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარეობს განხილვა სანქციების დაწესების შესახებ. არსებობს ორი ვარიანტი: პირველი - სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რაც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს; მეორე - შეზღუდვა მოგზაურობაზე. თუ თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ. ბოლო წლებში საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების უფლება. ვფიქრობ რომ ეს მას [ივანიშვილს] უნდა აღელვებდეს.

ამას გარდა, არსებობენ სხვებიც, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში არიან ჩართული და მასთან ძალიან ახლოს არიან. სანქციების დაწესება მათთვისაც შეგვიძლია, როგორც ცალკე ინდივიდებისთვის. 

ასეთი სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა გათვლილი და ჩვენ არ ვლაპარაკობთ მთელი საქართველოს საზოგადოებისა და მთელი მთავრობისთვის სანქციების დაწესებაზე".  – თქვა კრის სოჩამ.

კომენტარები