ნიკა მელიას დაკავება

ბოკერია: პროკურატურის პოზიცია იაფფასიანია, პიარსვლის უნიჭო მცდელობაა

პროკურატურის პოზიცია არის ძალიან იაფფასიანი, ჩემი აზრით, ძალიან უნიჭო მცდელობა პიარსვლის ქვეყნის შინგით და ქვეყნის გარეთ წნეხის დროს ვითომ რაღაც ნაბიჯის გადადგმის და ამის გაყიდვის – ამას არავინ იყიდის, ამ სისულელეს.

ნიკა მელია დაიჭირეს იმიტომ, რომ მომავალი პროტესტის ფონზე, ბოიკოტზე ოპოზიციის მყარი პოზიციის, მათ ჩათვალეს ძალის დემონსტრირება საჭიროდ, ჯერ იმით, რომ უთხრეს, გირაოს თუ არ გადაიხდი, დაგიჭერთო, როცა, იქამდე საერთოდ არ გახსენებიათ ეს ამბავი კარგა ხანს, როცა ნიკა მელიამ მოიხსნა სამაჯური.

შემდეგ, როცა საფრთხე დაინახეს, ამის დემონსტრირება საჯაროდ ჩათვალეს საჭიროდ და როცა ნიკა მელიამ აბსოლუტურად სწორი პოზიცია დაიჭირა, პრაგმატულად და მორალურად, რომ აღარ ვემორჩილებით ამ თამაშის წესებს, ივანიშვილის რეჟიმის – როცა პოლიტიკური ნიშნით არჩევ საქმეს და მანიპულირებას ახდენ, როცა არჩევნები მოიპარე, როცა იქამდე 8 მარტის შეთანხმება დაარღვიე, როცა ძალადობის უამრავ ფაქტზე ხელი დააფარე მოძალადეებს, როცა გავრილოვის ღამის დამნაშავეები, ვინც მშვიდობიან ნაწილს თვალები ამოსთხარა, საერთოდ არ დასაჯე – დემონსტრირება მოახდინა პოზიციის.

ამის შედეგად დაიჭირეს ნიკა მელია, რეიდი მოაწყვეს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში. ახლა გადახვევა უკან და იმ სწორი პოზიციის, რაც მელიამ დაიჭირა, უკან თუ დაიხევ, არ დაგიჭერთო და ამის გაყიდვა, როგორც კომპრომისული ნაბიჯის, არ გამოუვათ. თუმცა, ეს აჩვენებს იმას, რომ ღელავს ივანიშვილის რეჟიმი. სანერვიულოდ საქმე ნამდვილად აქვთ.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში. დღეს, 25 თებერვალს, პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა, მიმართოს საქალაქო სასმართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.

კომენტარები