ჟურნალისტზე თავდასხმა

ბოჭორიშვილი სანაიაზე თავდასხმაზე: არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა

ნუ დავინახავთ ყველა ამ კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ზოგადად, სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტებისგან გვაკლია სიძულვილის ენა და პირადად ჩემთვის სასურველია, ვნახო, რომ ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არცერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი ნამდვილად არის შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი. პასუხისმგებლობა აქვს  ყველას. ყველას გვაქვს თმენის ვალდებულებაც და პასუხისმგებლობაც და არ შეიძლება მივუდგეთ ამ საკითხს ისე, რომ ერთი მხარე არის ვალდებული, ყოველთვის ითმინოს და მეორე მხარეს საერთოდ არა აქვს არანაირი პასუხისმგებლობა იმისთვის, თუ რა შეურაცხყოფებს და რა სიძულვილის ენასაც იყენებს. ზოგადად, ყველა თუ იგრძნობს ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას, ბევრად უკეთეს გარემოს მივიღებთ ქვეყანაში

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას.

კომენტარები