ნიკა მელიას დაკავება

მაკფოლი: რეჟიმებს, რომლებიც კრიტიკოსებს კეტავენ, ეშინიათ თავიანთი ხალხის

მაიკლ მაკფოლი
Business Insider

სოციალურ ქსელ Twitter-ში ამერიკელი დიპლომატი და აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, მაიკლ მაკფოლი საქართველოს, რუსეთის და ბელარუსის რეჟიმებზე წერს.

"რეჟიმებს, რომლებიც თავს იძულებულად გრძნობენ ჩაკეტონ კრიტიკოსები, ეშინიათ თავიანთი ხალხის. რეჟიმებს, რომლებიც კრიტიკოსებს იტანენ, არ ეშინიათ თავიანთი ხალხის. ეს ასეთი მარტივია, ხალხო. #რუსეთი. #ბელარუსი. #საქართველო." - სოციალურ ქსელში წერს ის. 

კომენტარები