რუსეთი

პუტინმა დასავლეთი რუსეთისთვის "ბორკილების დადების" სურვილში დაადანაშაულა

lexei Druzhinin/Russian Presidential Press and Information Office/TASS

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს მოუწოდა, ყურადღებით ყოფილიყვნენ დასავლეთის მცდელობასთან - "ბორკილები დაედოთ" ქვეყნისთვის. ფედერალური უშიშროების (FSB) ძალებისთვის ყოველწლიურ მიმართვაში პუტინმა თქვა, რომ დასავლეთი "ცდილობს, ბორკილები დაადოს რუსეთს ეკონომიკური და სხვა სანქციები". ერთი დღით ადრე ევროკავშირმა რუსეთს ალექსეი ნავალნის დაკავებისთვის ახალი სანქციები დაუწესა.

"ჩვენ ვართ ეგრეთ წოდებული რუსეთის შეკავების პოლიტიკის პირისპირ". – თქვა პრეზიდენტმა.

"ეს არ არის უბრალოდ კონკურენცია, ეს არის მუდმივი და ძალიან აგრესიული ხაზი, რომელიც მიმართულია ჩვენი განვითარების შეფერხებისკენ, მისი შენელებისკენ, ქმნის ჩვენს საზღვრებთან პრობლემებს". – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მცდელობები გამიზნულია "შიდა არასტაბილურობის პროვოცირებისკენ, რათა მოხდეს იმ ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრა, რომლებიც აერთიანებს რუსეთის საზოგადოებას და საბოოლოოდ დაასუსტოს რუსეთი და დაამყაროს მასზე გარე კონტროლი".

ფედერალური უშიშროების ძალებს პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა, კონტრტერორიზმზე მუშაობის პარალელურად, მომავალი წლის მანძილზე პრიორიტეტად ექციათ "დასავლური საფრთხე".

"ნებისმიერი გარე მცდელობა - უზურპირებული იყოს რუსეთის ხალხის უფლება, აირჩიონ თავიანთი მომავალი, უნდა იყოს თქვენი ყურადღების ქვეშ". – თქვა პუტინმა.

23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკავების გამო რუსეთს ახალ სანქციები დაუწესა. როგორც ჯოზეფ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ნავალნის დაკავებაში მონაწილე ოფიციალურ პირებს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში გაეყინებათ ანგარიშები და დაუწესდებათ სავიზო შეზღუდვები.

თებერვალში პუტინმა დასავლეთი ნავალნის "რუსეთის შეკავებისთვის" გამოყენებაშიც დაადანაშაულა.

"ჩვენი ოპონენტები ან პოტენციური ოპონენტები ყოველთვის ეყრდნობოდნენ და იყენებდნენ ამბიციურ, ძალაუფლებასმოწყურებულ ადამიანებს". – თქვა ვლადიმირ პუტინმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები