ე.წ. კომენდანტის საათი, ანუ მოძრაობის შეზღუდვა ღამის განმავლობაში ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. ამდენად, როდესაც ჩვენ დღეს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, შეზღუდვების შემსუბუქებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ეტაპობრივობა, რომელსაც ამდენი ხანი მივყვებოდით და მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით ის შეზღუდვები, რომლებიც დარჩა. ეს იყო ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ რეალური შედეგი დაგვანახა და ამდენად, მისი შენარჩუნება, ჯერჯერობით მნიშვნელოვანია...
კორონავირუსი და შეზღუდვები
გაბუნია: კომენდანტის საათმა რეალური შედეგი დაგვანახა, ჯერჯერობით შევინარჩუნებთ
tbl.ge/5fs5
დაკოპირდა

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საკოორდინატო საბჭოს დასრულების შემდეგ.
ამავე თემაზე
- გაბუნია: თუ შემთხვევები დრამატულად გაიზარდა, მოგვიწევს შეზღუდვებზე დამატებით მსჯელობა
- ინდოეთიდან მომავალ ნებისმიერ პირს სავალდებულო 14-დღიან კარანტინში გადაიყვანენ
- იმნაძე: სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მგონი, ყველა დაგვეთანხმება
- "კეთილსინდისიერები" და "დამრღვევები" – შესაძლოა, რესტორნები ინდივიდუალურად დაიხუროს
- ტიკარაძე: ყველაზე დიდი საფრთხე სარესტორნო სივრცეებია, ყველაზე მეტად არღვევენ წესებს