ნიკა მელიას დაკავება

პავილიონისი: ივანიშვილი ამას აკეთებს იმიტომ, რომ ფიქრობს, აშშ მასთანაა ან ვერ მოქმედებს

ჟიგიმანტას პავილიონისი
Delfi

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

"დიდ მადლობა, მაიკ!!! ივანიშვილი ამას აკეთებს, იმიტომ, რომ ფიქრობს, აშშ მასთანაა ან ვაშინგტონს ახლა მოქმედება არ შეუძლია, გთხოვთ, დაამტკიცეთ, რომ ის ცდება!" – წერს ის.

მან უპასუხა ამერიკელი დიპლომატისა და რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის გამოხმაურებას, რომელიც პავილიონისის Tweet-ს დაეთანხმა. პავილიონისი წერდა - "ჩვენ ახლა დემოკრატიული დასავლეთი უნდა მოვაბილიზოთ, ბენ. თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ყველა მეგობარი ახლა ძალიან დაკავებული უნდა იყოს".

კომენტარები