ნიკა მელიას დაკავება

თომას მელია: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ნიკა მელია

Caucasus Business Week

ორგანიზაცია PEN America-ს ვაშინგტონის დირექტორი და ყოფილი დიპლომატი Twitter-ზე ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

"დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ [ნიკა] მელია". – წერს თომას მელია.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

 

კომენტარები