ნიკა მელიას დაკავება

ფოტიგა: პოლიტიკური კრიზისი ძალით, აგრესიით და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ვერ გადაიჭრება

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ნიკა მელიას დაკავებას საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა.

"მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ძალის, აგრესიისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების მეშვეობით ვერ გადაიჭრება. ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ სხვაგვარ საქართველოზე ვოცნებობთ". – წერს ის.

შსს-ს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები