ნიკა მელიას დაკავება

კრამერი: დასავლეთმა სანქციები უნდა დაუწესოს პასუხისმგებელ პირებს

რაც დღეს მოხდა, მოვლენების საშინელი განვითარებაა. ნაციონალური მოძრაობის შტაბ-ბინაში შეჭრის და ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება წინდაუხედავი და პროვოკაციული ნაბიჯია, რომელმაც შეიძლება კრიზისის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს მოიცავს დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას. დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა. ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან.

ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ინტერპრესნიუსთან განაცხადა.  დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისიდან გაიყვანა, სადაც შეკრებილები იყვნენ სხვა ოპოზიციური ლიდერები და მხარდამჭერები. შსს-მ ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა მხარდამჭერებს და გაუშვა წიწაკის გაზი, რასაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

კომენტარები