ნიკა მელიას დაკავება

მამუკა ხაზარაძე: გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ უკან დახევა არ იქნება!

საქართველო იმყოფება ძალიან კრიტიკულ წერტილში. ბოლო წლებია, ჩვენ ვუყურებთ, როგორ მიდის დემოკრატიული ინსტიტუტების მოგუდვა, როგორ მიდის სასამართლო, პროკურატურის, თავისუფალი სიტყვის ჯიბეში ჩადება. დღეს მოხდა უპრეცედენტო რამ, გავრილოვის თემაზე აპატიმრებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერს, 40 000 ლარის გამო, როცა ამ შენობაში [ მთავრობის კანცელარიაში] მილიონებს იპარავენ და ამას ეძახიან უბრალოდ შეცდომას. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, უკან დახევა არ იქნება ერთი ნაბიჯით, იმიტომ, რომ შეიძლება გავიღვიძოთ საბჭოთა კავშირში...

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.  მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყო. ისინი ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ.

კომენტარები