ნიკა მელიას დაკავება

26 თებერვალს, 13:00 საათზე ოპოზიცია ფილარმონიიდან მსვლელობას გამართავს

ევროპული საქართველო

ოპოზიციური პარტიები 26 თებერვალს, 13:00 საათზე ფილარმონიიდან მსვლელობას გამართავენ. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე თქვა.

"მოგიწოდებთ, დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას, როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ. ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის, ძალიან დიდი, სიმბოლური წელია, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის 100 წლის თავი და სიმბოლურია, რომ ბოლშევიკები კვლავ მოვიდნენ ჩვენი სამშობლოს სათავეში". – თქვა ხატია დეკანოიძემ.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები