ნიკა მელიას დაკავება

აუშტრევიჩიუსი: ამ ყველაფერს თქვენი ევროპულ ოჯახში წევრობის პერსპექტივაზე გავლენა ექნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმის მიტანა, ეს დაძაბული ვითარება ძალიან ცუდ მოგონებებს მახსენებს. ყოველივე ეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი ვერ იქნება, აქ რაღაც ფუნდამენტურად არასწორადაა და ეს არა ხალხს, არამედ პოლიტიკას ეხება. პოლიტიკა საქართველოში კუთხეშია მიმწყვდეული და ეს ძალიან სარისკოა. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ეს პროცესები დასასრულთან ახლოსაა. პოლიტიკურ ოპოზიციასთან ამ ფორმით ბრძოლა ევროპული გზა არ არის. ბუნებრივია, ამ ყველაფერს საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობის პერსპექტივაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსებს ვერ ეყოლებათ ქვეყანა როგორც ტყვე, დემოკრატიული წესები არსებობს, რომელსაც უნდა მიჰყვე. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პრინციპებს არ მიჰყვებიან და დიალოგისკენ არ მიისწრაფვიან სხვა მარალი პოლიტიკური სტანდარტებისგან განსხვავებული გზისკენ უნდა მივუთითოთ. საქართველო უკეთეს პოლიტიკოსებს იმსახურებს. იოლი არ იქნება ამ ვითარებიდან გამოსვლა, მაგრამ ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ამჟამინდელი სიტუაცია არც საქართველოსთვის და არც ჩვენი პარტნიორობისთვის სახარბიელო არ არის. ეს ყველაფერი ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის პროცესში უამრავ ეჭვს წარმოშობს...

ევროპარლამენტარმა პეტრას აუშტრევიჩიუსმა ფორმულასთან ინტერვიუში ფორმულას თარგმანის მიხედვით თქვა.

კომენტარები