ნიკა მელიას დაკავება

ხაზარაძე: გამოსავალი არის პოლიტპატიმრების გამოშვებასა და რიგგარეშე არჩევნებში

ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ იქნება შეუპოვარი ბრძოლა ყველანაირი მშვიდობიანი მეთოდით და კონსტიტუციის ფარგლებში, რომ დავიცვათ დემოკრატია და ეს ხელისუფლება გავისტუმროთ. თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნებში, პოლიტპატიმრების გამოშვებაში და მოვუწოდებ ყველას, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, უცხოელ დიპლომატებს, სამოქალაქო სექტორს, რომ დღეს, როგორც არასდროს, ეს არ არის ემოციური ნათქვამი ჩემი მხრიდან, ფართოდ შეხედეთ თემას, ეს თემა ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ან ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატია, თავისუფლება ჩვენი შვილებისთვის, ან გახდება რუსეთის გუბერნია. კონკრეტული მოთხოვნები არის ის, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები...

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ენმ-ის თავმჯდომარის დასაკავებლად სპეცრაზმი ოპოზიციური პარტიის ოფისში შევიდა. 

კომენტარები