ნიკა მელიას დაკავება

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს

სირცხვილია

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს იფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

სამართალდამცველები ენმ-ის ოფისში შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, სპეცოპერაციისას გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.

კომენტარები