ნიკა მელიას დაკავება

კობახიძე: რადიკალებისთვის პასუხის გაცემა არის გზა, რომელიც დაასრულებს პოლარიზაციას

მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება. 

რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას...

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე.

კომენტარები