ნიკა მელიას დაკავება

კობახიძე: ბოლშევიკები – მელიები, ბოკერიები, ბურჯანაძეები სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ

არ გადაიხადა, დაიჭირეს. უფრო სწორად, თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი. 

სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო. თუმცა, სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა. 

დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ...

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე.

კომენტარები