ნიკა მელიას დაკავება

ოპოზიციის ლიდერები ენმ-ს ოფისიდან კანცელარიასთან გადადიან

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიცია საერთო განცხადებას აკეთებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ისინი ენმ-ს ოფისიდან მთავრობის კანცელარიისკენ დაიძრებიან და დღეს 15:00-ზე ოპოზიცია კანცელარიასთან აქციას გამართავენ.


სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს. მანამდე, როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. 

ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლამდე შენობას სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს და შეკრებილებს 30 წუთი მისცეს. 




 

კომენტარები