ნიკა მელიას დაკავება

კახიძე მელიაზე: ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის ვალია, მტკიცე პასუხი გავცეთ მოძალადე რეჟიმს

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს.

ასე მოიქცნენ საქართველოს მეგობრების რჩევისა და მოწოდებების მიუხედავად.

დიალოგის ნაცვლად აირჩიეს რეპრესიების გზა.

უნდათ, რომ წაგვართვან არჩევანის უფლება, დაამყარონ ავტორიტარიზმი და დიქტატურა.

ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის ვალია, გავცეთ მტკიცე პასუხი გავრილოვის პარტნიორ, კორუმპირებულ, მოძალადე რეჟიმს.

თავისუფლება პოლიტპატიმარ ნიკა მელიას!

თავისუფლება საქართველოს!

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას. ნიკა მელიას დასაკავებლად სპეცრაზმი ოპოზიციური პარტიის ოფისში შევიდა. 

კომენტარები