ნიკა მელიას საქმე

სამართალდამცველები ენმ-ს ოფისში შევიდნენ

სამართალდამცველები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შევიდნენ და შენობიდან ხალხს აძევებენ, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. 

მათ შენობაში შესვლას ადგილზე შეკრებილი ხალხი ტაშით შეხვდა.  

მანამდე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია იმყოფება, ალყა შემოარტყეს და შეკრებილებს 20-წუთიანი ულტიმატუმი წაუყენეს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა დაამტკიცა, ენმ-ს ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ლიდერები და მედია მთელი ღამის განმავლობაში ელოდა, როდის მივიდოდნენ სამართალდამცველები ოპოზიციური პარტიის ოფისში.  

კომენტარები