ვაქცინაცია

ცერცვაძე ვაქცინაციის დაწყების თარიღზე: მე გარანტიას ვერ მოგცემთ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არ იცის ზუსტი თარიღი, თუ როდის შემოვა ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა და როდის დაიწყება ვაქცინაცია. 

"ჩინური ვაქცინის დაწყება რომ გვდომოდა, ჩვენ აზერბაიჯანზე ადრე გვექნებოდა, თუ ვახარბებთ აზერბაიჯანსა და თურქეთს, მაშინ ჩვენც გავიკეთებთ... მე გარანტიას ვერ მოგცემთ [თარიღის]. – ამბობს ცერცვაძე, მთავართან სატელეფონო საუბრისას. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, შესაძლოა, ფაიზერზე ადრე ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვიდეს, თუმცა ვაქცინაციის დაწყების თარიღს ვერც გაბუნია ასახელებს. 

"შესაძლოა, ფაიზერზე ადრე ქვეყანაში შემოვიდეს ასტრაზენეკა. ჩვენ ჯერჯერობით მათგან კონკრეტული თარიღი, როდის მოხდება ვაქცინის მოწოდება, არ გვაქვს. ამ კვირაში დაინიშნა კონსულტაციები და ამის შემდეგ გვექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რას უნდა ველოდოთ ფაიზერისგან და როდის". – ამბობს გაბუნია. 

გუშინ, 21 თებერვალს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ  ვაქცინაციის დაწყებას 1-2 კვირით დააგვიანდება. 

დღეს კი, 22 თებერვალს, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში პირველი ვაქცინა მარტის დასაწყისში შემოვა. მისივე თქმით, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოსახლეობის 60% აიცრება. 

ვრცლად, მოსახლეობის რამდენი პროცენტის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი წლის ბოლომდე, წაიკითხეთ - აქ

კომენტარები