ვაქცინაცია

გაბუნია: შესაძლოა, Pfizer-ზე ადრე AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვიდეს

ჯანდაცვის სამინისტრო

"შესაძლოა, Pfizer-ზე ადრე AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვიდეს". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნია, რომელიც ამბობდა, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებდა.

გაბუნია ამბობს, რომ Pfizer-მა დამატებითი პირობები დააყენა და ამიტომაც გაურკვეველია, თუ როდის მოხდება ვაქცინების შემოტანა. 

"ამდენად, ამ კვირაში დაინიშნა კონსულტაციები და ამის შემდეგ გვექნება უკვე ზუსტი პასუხები და გავიგებთ, თუ რას უნდა ველოდოთ Pfizer-სგან და როდის". – ამბობს გაბუნია. 

გუშინ, 21 თებერვალს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ  ვაქცინაციის დაწყებას 1-2 კვირით დაგვიანდება. 

დღეს, 22 თებერვალს, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოში პირველი ვაქცინა მარტის დასაწყისში შემოვა. მისივე თქმით, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოსახლეობის 60% აიცრება. 

ვრცლად, მოსახლეობის რამდენი პროცენტის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი წლის ბოლომდე, წაიკითხეთ - აქ

კომენტარები