ნიკა მელიას საქმე

დეკანოიძე: ღარიბაშვილი ოპონენტებს ემუქრება, შეურაცხყოფას აყენებს საერთაშორისო პარტნიორებს

Khatia Dekanoidze / Facebook

"ირაკლი ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს, რომ ამ ქვეყანაში არსებული  პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს მოლაპარაკებების გზით". –ნაციონალური მოძრაობის წევრი პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებებს ეხმაურება ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებზე, რომელიც 3-დღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.  

ღარიბაშვილმა პავილიონისს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული უწოდა და მას მოუწოდა, მოკლე დროში დაამთავროს დესტრუქციული განცხადებები.

"პრემიერმინისტრობის კანდიდატი გამოდის და ღიად ემუქრება არამხოლოდ მედიამენეჯერებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ ღიად შეურაცხყოფას აყენებს საერთაშორისო პარტნიორებსაც. ყველას გვახსოვს, როგორ მოიხსენია ჩვენი მეგობარი ლიეტუვიდან, რომელიც პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ჩამოვიდა. ფაქტია, ეს ადამიანი გამორჩეულად ზიზღს თესავს, ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. მისი სიტყვებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მიიღება არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება". – ამბობს დეკანოიძე.

მისივე თქმით, ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის საერთაშორისო პარტნიორების ყურის მიგდება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა "კვლავ მთავარი ამოცანაა". 

რაც შეეხება ენმ-ს ლიდერს, ნიკა მელიას, რომელიც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა კრიმინალად მოიხსენია, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ ძალისმიერი შტურმით აიღოს მთავარი ოპოზიციური პარტიის შენობა, მათ მოუწევთ ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრება, ჩემი ჩათვლით, რომლებიც ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში, ევროატლანტიკური, თავისუფალი მომავალი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი".

ჟიგიმანტას პავილიონისმა ვიზიტისას თქვა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერს დააპატიმრებს, ამას რეაგირება მოჰყვება, რადგან "ისინი ვერასდროს გაასაღებენ ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას ნორმალურ დასავლეთში".

პავილიონისმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც მიმართა, რომ ყურადღება გაამახვილოს ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ ჩადენილ შესაძლო ქმედებებსა და აგრესიულ ტონზე.

კომენტარები