ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: მელიას მიესაჯა ჯარიმა ქართუს საქმეზე, აქაც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანურობა

ბატონ მელიასთან დაკავშირებით, ნახეთ, როგორი ჭკვიანური სვლა გააკეთეს, მათი გათვლით, ბატონი მელია, შეგახსენებთ ყველას, რომ არის გასამართლებული და მას მიესაჯა კონკრეტული სასჯელი ბანკი ქართუს საქმეზე, ამაშიც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ჩვენი ყოფილი თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება საკითხებისადმი. მას [მელიას] პირობითი სასჯელი მიესაჯა და მიესაჯა ჯარიმა, რომელიც მან გადაიხადა. ანუ, ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ეს კრიმინალი ახლა გამოაცხადეს პარტიის თავმჯდომარედ და გვეუბნებიან, რომ მან იმ მძიმე დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა, რომელსაც იძიებს შსს და პროკურატურა, პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას და ძალადობის გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ თურმე არ უნდა შევეხოთ ნიკა მელიას...

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე პარლამენტში ისაუბრა. 2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. სასამართლომ ნიკა მელია დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში. ხოლო უდანაშაულოდ - სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვის დახმარების ნაწილში.

კომენტარები