ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში

ღარიბაშვილი პავილიონისს მოუწოდებს, მოკლე დროში დაამთავროს დესტრუქციული განცხადებები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტში გამოსვლის დროს ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც 3-დღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

პავილიონისის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, უნდა შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და შედგეს დიალოგი, რისთვისაც უნდა შეჩერდეს სასამართლო საქმეები. მისივე თქმით, თუ ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, ის დაიღუპება.

"რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, განსაკუთრებულად მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები არის ყოვლად მიუღებელი, ბუნებრივია. მე მინდა, შევუერთდე ბატონი მამუკას [მდინარაძის] პათოსს და აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული და თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დაამთავრონ დესტრუქციული განცხადებები. ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები ჩემთვის პირადად, ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი მთავრობისთვის". – თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მისთვის, გუნდისა და მთავრობისთვის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები არაფერს ნიშნავს, ქართული ოცნების დეპუტატები ტაშით შეეგებნენ.

ჟიგიმანტას პავილიონისმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც მიმართა, ყურადღება გაამახვილოს ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ ჩადენილ შესაძლო ქმედებებსა და აგრესიულ ტონზე.

კომენტარები