სამთავრობო ცვლილებები

ზავრადაშვილი ღარიბაშვილზე: მის მხრებზე გადაიარა იმ სიმწარემ, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა

ის არის 2012-იანელი. მის მხრებზე გადაიარა იმ სიმწარემ, იმ ძალადობამ, რაც ჩვენს წინამორბედ ხელისუფლებას ჰქონდა და ნუ გაამტყუნებთ, თუ ამის მიმართ ობიექტური პროტესტი გააჩნია...

მე ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩემი მხარდაჭერა აუცილებლად ექნება და ვფიქრობ, რომ ირაკლი არის ის პრემიერი, რომელიც ქვეყნის პრობლემებს მოაგვარებს...

ტვ. პირველთან ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი. 22 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილსა და ახალ მინისტრთა კაბინეტს უყრიან კენჭს.

კომენტარები