კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 396 ახალი შემთხვევიდან თბილისში 170 დადასტურდა, იმერეთში – 59, შიდა ქართლში – 41

ბოლო 24 საათში კორონავირუსით  ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა – 170, აჭარაში – 8, იმერეთში – 59, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლში – 41, გურიაში – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 27, კახეთში – 32, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 6 შემთხვევა.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევა 3 580-ია, მათგან 349 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი.

20 თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 268 097 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 261 066 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 425 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა.  

15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში აგნახლდა. ასევე, კვების ობიექტებს 15 თებერვლიდან ღია სირვეებში სტუმრების მიღება შეუძლიათ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

 

კომენტარები