ნიკა მელიას საქმე

ბოკერია: მე იმედი მაქვს, მათთვის საბედისწერო ნაბიჯს არ გადადგამენ და მელიას არ დააკავებენ

სამწუხაროდ, არაფერი მოულოდნელი ამ სამარცხვინო პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაში, რაც დღეს მიიღეს პარლამენტში, არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის არ არის. ეს არის კიდე ერთი ნიშანი იმის, როგორი არალეგიტიმური და სამარცხვინოა დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მისცა ხმა, მაგრამ თავიდანვე ცნობილი იყო, რომ, თუკი გონს მოეგება ივანიშვილის რეჟიმი, მე მაინც იმედი მაქვს, რომ თავისთვის ამ საბედისწერო და ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯს არ გადადგამენ, მელიას დაჭერას ვგულისხმობ, ეს მოხდება მათ მიერ კონტროლირებადი სასამართლოს მეშვეობით. 

ის უტიფარი საბაბები რაც დღეს გვესმოდა, რომ კანონის უზენაესობას იცავენ, მინდა გაგახსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ, როცა მელიამ მიმართა მანდანტის გაუქმებასთან დაკავშირებით, თქვეს, რომ კანონს კი ვარღვევთო, მაგრამ პოლიტიკურად გვჭირდება და ამიტომ არ მოვუხსნით მანდანტსო და დღეს, არალეგიტიმურ პოლიტიკურ დევნაზე, აბსურდულ ბრალდებაზე, გავრილოვის ღამის შემოქმედი ხელისუფლებისგან ოპოზიციის ლიდერის მიმართ, იქ იშველიებენ კანონის უზენაესობას, ის ხალხი, ვინც ამას გამოუთხარა ძირი. 

ჩვენი ამოცანა არ არის, რომ რაც შეიძლება კატასტროფული რამე ჩაიდინონ და მერე საბედისწერო რამე მოუვიდეთ იმათ, ვინც ამას სჩადის, ჩვენ გვინდა, რომ ეს შეცდომა არ ჩაიდინონ და მშვიდობიანი არჩევნებით დაგვანებონ თავი. 

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს.   

კომენტარები