ეკონომიკა

Galt & Taggart: "ლოქდაუნის" გამო, ეკონომიკა დღეში 16 მილიონ ლარს კარგავს

Entrepreneur.com

Galt & Taggart-ის მიხედვით, ეკონომიკამ, ე.წ. "ლოქდაუნის" შედეგად 2020 წელს დამატებით 1 მილიარდი ლარი დაკარგა, რაც ყოველდღიურად, საშუალოდ, 16 მილიონის დანაკარგს უდრის. 

15 თებერვალს საინვესტიციო ბანკმა საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც 2020 წლის მონაცემებია განხილული, სამომავლო პროგნოზებთან ერთად. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაწესებული შეზღუდვები ქვეყანას დამატებით 1 მილიარდი ლარი დაუჯდა. მკვლევართა შეფასებით, შეზღუდვების გარეშე, 2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა მხოლოდ 8%-ით შემცირდებოდა, რეალური კლება კი 13%-ს აჭარბებს. 

ე.წ. "ლოქდაუნის" პირობებში შემცირდა სამუშაო ადგილებიც. 2020 წლის მეორე კვარტალში, როცა სამთავრობო შეზღუდვები ყველაზე მკაცრი იყო, დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 8%-ით შემცირდა. 

12 თებერვლის მონაცემებით, სამთავრობო შეზღუდვების სიმკაცრის კუთხით საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, მე-15 ადგილს იკავებს. 

 

კომენტარები