არჩევნები 2020

ბოკერია დაგეგმილ აქციაზე: ეს არ იქნება ერთჯერადი განკითხვის დღე, პროტესტი იქნება მზარდი


ეს არის ამ პირველ ფაზაზე ძალიან კონკრეტული გეგმა, სამშვიდობო, მაგრამ მნიშვნელოვანი და მწვავე სამოქალაქო პროტესტის, პარტიული, მათ შორის, მაგრამ არა მარტო, პროტესტის და აქაც ძალიან მკაფიოა და მინდა კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, ჩვენ არ გვაქვს ის ტაქტიკა, ყველას ერთად, რომ რაღაც განკითხვის დღე დავაფიქსიროთ და მერე მორჩება. არა, რამდენი ხანიც აუცილებელი იქნება, იმდენი ხანს ვიქნებით მზად, რომ ეს პროტესტი იყოს მზარდი, მიუხედავად იმ ბუნებრივი ბარიერებისა, რაც არის კოვიდი და სხვა ფაქტორები. საბოლოო ჯამში უნდა მივაღწიოთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად 25 თებერვალს და 31 მარტს აქციებს გამართავენ. ამის შესახებ საერთო ოპოზიციური შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა თქვეს. მათივე თქმით, დაიგეგმა რამდენიმე აქცია რეგიონებშიც. 

კომენტარები