ნიკა მელიას საქმე

ხატია დეკანოიძე: ნიკა მელიას თუ დაიჭერენ, ჩემიც მოუწევთ, არ გავატანთ!

ხატია დეკანოიძე
ტაბულა

"მე, ერთი ადამიანი, ვაპირებ, რომ არ გავატანო ნიკა მელია".- ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ნიკა მელიას შესაძლო დაკავების შესახებ. 

"მე, პირადად, ხატია დეკანოიძე, და დარწმუნებული ვარ, ასეა ბევრი ადამიანი, თუ დაიჭერენ ნიკას, რისი თავიც არ აქვთ, მოუწევთ ჩემი დაპატიმრება და დაჭერაც. არ გავატანთ!"- აღნიშნავს დეკანოიძე. 

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე პარლამენტი ხვალ, 16 თებერვალს იმსჯელებს, თუმცა ქართულმა ოცნებამ უკვე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.


საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.

საქართველოს პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა - ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა.  

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები