ევროპული საქართველო

ბოკერია: სანამ არ იცი, როგორ აგრძელებ კრიზისულ ვითარებაში გზას, ლიდერების წასვლა საზიანოა

ლეგიტიმური არის პოზიცია, რომ თქვა - ასეთი შედეგის შემდეგ მთავარი პოლიტიკური ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობას და სხვა, ახალი ლიდერები მოდიან. ოღონდ, არის ხოლმე ვითარებები, როდესაც პოლიტიკური ლიდერები აქტიურ როლში საკუთარი დარჩენით აზიანებენ პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ არის ხოლმე ვითარებები, როდესაც სუსტ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკურ ერთეულს იმის გამო, რაც ქვეყანაში მოხდა და, მათ შორის, გაყალბების გამო, თუ უდროოდ მიატოვებს ლიდერი, უფრო უმძიმებს ვითარებას. ამაზე გაიყო ჩვენი აზრები.  

ჩემი პოზიცია, სრული პატივისცემით დათოს და გიგის პოზიციის მიმართ იყო, რომ, სანამ არ დაგეგმავ შემდეგ ნაბიჯს, სანამ არ იცი, როგორ აგრძელებ ასეთ კრიზისულ ვითარებაში გზას, პოლიტიკური ლიდერების წასვლა საზიანოა. არათუ სამის, ორის და ერთისაც კი. ამიტომ, ვცდილობდი მათ დარწმუნებას, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგათ. სამწუხაროდ, დავრჩით განსხვავებულ პოზიციაზე.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მთავართან ინტერვიუში. 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ პარტიულ თანამდებობას ტოვებს და თუკი გიგა ბოკერიაც ასევე არ მოიქცევა, პარტიასაც დატოვებს. დავით ბაქრაძე კი ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღარ იქნება და პარტიას ტოვებს. გიგა ბოკერია თანაპარტიელების გადაწყვეტილებას არ იზიარებს, ამბობს, რომ ახლა არ არის ის მომენტი, როდესაც ლიდერები გვერდზე უნდა გაიწიონ.

კომენტარები