14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

14 წლის გოგოს ბაბუა: თავის მოკვლით დანაშაული გამოისყიდა, დანაშაული, რომ გაუპატიურებული იყო

ბავშვმა მოიკლა თავი, მისი დანაშაული გამოისყიდა მან და ვსო, დამთავრდა. [რა დანაშაული] დანაშაული, რომ გაუპატიურებული იყო ბავშვი...

ციტატა აღებულია TV პირველზე გასული ანონსიდან. ქობულეთში 14 წლის გოგომ სექსუალური ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა. გოგოს ბაბუა მომხდარში ისევ გოგოს ადანაშაულებს. როგორც მოზარდის დედა ყვება, ბაბუა, რომელიც 14 წლის გოგოს ზრდიდა, მომხდარის შემდეგ გოგოს "ოჯახის შემარცხვენელს" ეძახდა. დედა ყვება იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც ძალადობის შესახებ გაიგეს, ბიძებმა 14 წლის გოგოს უმოწყალოდ სცემეს. 

კომენტარები