14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

14 წლის გარდაცვლილი გოგოს ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

კადრი ვიდეოდან
TV პირველი

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შემდეგი სხდომა 6 აპრილსაა ჩანიშნული. 

დაცვის მხარე 10 000- ლარიან გირაოს ითხოვდა, თუცმა მოსმართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

პროკურატურის ცნობით, ბაბუამ 14 წლის გოგოს სცემა და მოკვლით დაემუქრა, რაც ბრალდებულმა დაკავების შემდეგ დაკითხვისას აღიარა. 


ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი 10 თებერვალს მოიკლა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. 

15 თებერვალს კი, პოლიციამ მუქარისა და ძალადობისთვის დააკავა გარდაცვლილის ბაბუა. ის ამბობდა, რომ მოზარდმა თვითმკვლელობით "დანაშაული გამოისყიდა. დანაშაული, რომ გაუპატიურებული იყო". ამასთან, გარდაცვლილის დედის მტკიცებით, ბაბუა ბავშვზე ამბობდა, რომ "შეარცხვინა" და მასზე ფიზიკურად იძალადა.

გარდა ამისა, გარდაცვლილის დედა მოზარდის ცემაში ადანაშაულებს დაკავებული სულიკო ცეცხლაძის ძმისშვილებს. მათგან ერთ-ერთი, ტარიელ ცეცხლაძე 14 წლის გოგოზე ძალადობას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ "შემძულდა ეგ ბავშვი... ისეთი სიბილწე გააკეთა".

 

კომენტარები