14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა: ბაბუა ადრე რომ დაეკავებინათ, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა

ბაბუა, რა თქმა უნდა, მოძალადე იყო, დარწმუნებული ვარ ამაში, 14 წელი ვიყავი მაგათი რძალი, მე თვითონ ვიყავი ძალადობის მსხვერპლი. რაც გამოვიარე მე, ეს მე ვიცი.

ძალიან გამიხარდა მისი დაჭერა, ჩემი შვილის ადგილას მე გამიხარდა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო და მაშინ დაეკავებინათ, უფრო კარგი იქნებოდა და ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა.

ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა მასზე ძალადობდა ფიზიკურად, ხელითაც ეხებოდა

ამბობს გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა მერი რომანაძე რუსთავი 2-თან საუბარში. 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მისი ბაბუა მუქარის და ძალადობის ბრალდებით დღეს, 15 თებერვალს დააკავეს.

კომენტარები