ევროპული საქართველო

უგულავა: ჩემი გაკეთებული განცხადება იქნება ჩემი გაკეთებული განცხადება

მე აღარ ვიყრი გენერალური მდივნის თანამდებობაზე შემდეგ ყრილობაზე კენჭს, შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მე აღარ ვიქნები გენერალური მდივანი და არ მეჭირება ამ პარტიაში არანაირი აღმასრულებელი თანამდებობა. ჩემი გაკეთებული განცხადება იქნება ჩემი გაკეთებული განცხადება, მე ძირითადად ვისაუბრებ საერთო ოპოზიციურ საკითხებზე და პარტიულ საკითხებზე საუბარს დავუთმობ იმ ადამიანს, რომელსაც პარტია აირჩევს. 

თქვა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ. პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატურას აღარ დააყენებს შემდეგ პარტიიდანაც წავა. ასეთივე პოზიცია ჰქონდა გიგი უგულავასაც, რომელიც ასევე ტოვებს პარტიას და თავს საერთო ოპოზიციური ფრონტის კოორდინირებაში ხედავს.

კომენტარები