ევროპული საქართველო

უგულავა: ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ, მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი გენერალურ მდივნად

ევროპული საქართველო

"არც მე ვაპირებ, მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი, მაისის შემდეგ, აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი" - ამის შესახებ ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, ეს არის ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება.

"არ არსებობენ პარტიის ლიდერები უვადოდ, თავის დროზე, ჩვენ სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები" - ამბობს უგულავა და აღნიშნავს, რომ აქტიურად აპირებს პოლიტიკაში ყოფნას

"გარდა პარტული ვალდებულებებისა, მაქვს ძალიან ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება, ჩემს თავს ვთვლი და ვხედავ სართო ოპოზიციური პლატფორმის კოორდინაციის წვლილის შეტანაში, თუნდაც წყლის დასხმაში, კულტივირებაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებაში და, საერთოდ ამ, მათ შორის, დაპირისპირების შემთხვევაში რამენაირად მაგიდის მომრგვალების, ეს არის საქმე, რასაც ნოემბრიდან მოყოლებული ჩემი დროის 80%-ს ვუთმობ, ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი კოლეგების მხარდაჭერით, სხვა პარტიის კოლეგებს ვგულისხმობ, ამ საქმეში ჩვენ ერთად შევძლებთ... იმიტომ, რომ დღეს საზოგადოების მოთხოვნაა, მერაბ კოსტავას სიტყვების პერიფრაზს გავაკეთებ - საზოგადოებას აინტერესებს, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა, სად ვიქნები მე, ეროვნულ მოძრაობაში" - ამბობს უგულავა.

 

კომენტარები