ევროპული საქართველო

უგულავა: ჩემს თავს საერთო ოპოზიციური პლატფორმის კოორდინირებაში ვხედავ

აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას.

გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მაქვს ძალიან ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება, ჩემს თავს ვთვლი და ვხედავ საერთო ოპოზიციური პლატფორმის კოორდინაციაში წვლილის შეტანაში, თუნდაც წყლის დასხმაში, კულტივირებაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებაში და, საერთოდ ამ, მათ შორის, დაპირისპირების შემთხვევაში რამენაირად მაგიდის მომრგვალებაში.

ეს არის საქმე, რასაც, ნოემბრიდან მოყოლებული, ჩემი დროის 80%-ს ვუთმობ, ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი კოლეგების მხარდაჭერით, სხვა პარტიის კოლეგებს ვგულისხმობ, ამ საქმეს ჩვენ ერთად შევძლებთ...

იმიტომ, რომ დღეს საზოგადოების მოთხოვნაა, - მერაბ კოსტავას სიტყვების პერიფრაზს გავაკეთებ - საზოგადოებას აინტერესებს, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა, სად ვიქნები მე, ეროვნულ მოძრაობაში...

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ დავით ბაქრაძის მსგავსად, ისიც უარს ამბობს პარტიულ თანამდებობაზე და არ დააყენებს თავის კანდიდატურას ყრილობაზე,

კომენტარები